გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ torrent-ს Tor-თან.
Tor-ბრაუზერი ზღუდავს მოდულებს, როგორიცაა Flash, RealPlayer, QuickTime და სხვები: მათი მეშვეობით თქვენი IP-მისამართის დადგენაა შესაძლებელი.
გირჩევთ, არ დააყენოთ სხვა დამატებები ან მოდულები Tor-ბრაუზერში
მოდულებისა და დამატებების მეშვეობით, შესაძლებელია Tor-ის გვერდის ავლით, თქვენი პირადი მონაცემების ხელყოფა. Tor-ბრაუზერს ისედაც მოყვება HTTPS Everywhere, NoScript და სხვა საჭირო საშუალებები, უსაფრთხოებისა და პირადულობის უზრუნველსაყოფად.